|
დასახელება:
ფარმაცევტი
|
| მომწოდებელი:
სამედიცინო კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კლინიკაში ფარმაცევტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მედიკამენტების ფარმაკოლოგიური ჯგუფების მოქმედების მექანიზმების ცოდნა;
** მედიკამენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესაბამისი სამსახურებისთვის საჭიროებისამებრ მიწოდება, სატელეფონო, ელექტრონული თუ სხვა საშუალებებით;
** კლინიკის აფთიაქში შემოსული მოთხოვნების ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
** პროდუქციის ნაშთების და მარაგების კონტროლი და აღწერა. მისი ელექტრონულ ბაზასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის განთავსება მათთვის განსაზღვრულ ადგილზე მათი ინსტრუქციის შესაბამისად. ფარმაკოლოგიური ჯგუფების მიხედვით მარკირება, რათა დაცული იყოს ტემპერატურა, ტენიანობა, მათი ხარისხი, უსაფრთხოება და ეფექტურობა;
** ზემდგომი პირ (ებ)ისგან მოცემული სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
** კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა;
** აფთიაქში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ფარმაციის მიმართულებით
** ფარმაცევტად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, კლინიკის აფთიაქში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ფლობა B2 დონეზე
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: clinical.servicesHR@outlook.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
მადლობას გიხდით ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით.
|
|
|
|