Робота для біженців з України
არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი - სამედიცინო ტექნიკა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერი - სამედიცინო ტექნიკა
მომწოდებელი: ავერსი-ფარმა
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას არამედიკამენტების კატეგორიის მენეჯერის (სამედიცინო ტექნიკა) პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო ტექნიკის (წნევის აპარატები, გლუკომეტრები, პულსომეტრები) კატეგორიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, ადგილობრივი ბაზრის საჭიროებების გათვალისწინებით;
** ექიმებთან და კლინიკებთან ეფექტური თანამშრომლობა პროდუქციის ცნობადობის ზრდისა და გაყიდვების მხარდაჭერის მიზნით;
** მარკეტინგის გუნდთან კოორდინაცია სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება და შედეგების მონიტორინგი;
** მომგებიანობის ანალიზი და ფასების სტრატეგიის ოპტიმიზაცია;
** კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი და შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება;
** მომწოდებლებთან კომერციულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების მონაცემებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის სისტემური ანალიზი;
** შიდა გუნდებთან (მარკეტინგი, შეკვეთები, გაყიდვები, სწავლება) ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია;
** კატეგორიის განვითარების მხარდასაჭერად პრომო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი ან ანალოგიური მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
** სამედიცინო ან საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
** კომერციული პროცესების ცოდნა (ფასწარმოქმნა, პროდუქტის მარკეტინგი, გაყიდვების სტიმულირება);
** მონაცემთა ანალიზისა და რეპორტინგის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა - მინიმუმ B2 დონე (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების (MS Excel, 1C ERP) კარგი ცოდნა.

საჭირო უნარები და პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** ეფექტური მოლაპარაკების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ინიციატივიანობა და კრეატიულობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 08.05.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); 557577442

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/Rbs5cevNga
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე