Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=714008&print=yes&view=jobs
 
ბილინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბილინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ლიდერმედი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ბილინგის მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოხუას 21
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 09:30-დან 17:30-მდე;

** ბილინგის სამსახურის მუშაობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
** პაციენტების ან დაზღვევის მიერ გადასახდელი თანხების დოკუმენტაციის კონტროლი;
** ფინანსური მონაცემების კონფიდენციალობის დაცვა და უსაფრთხო მართვა;
** დებიტორული დავალიანების აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორებთან კომუნიკაცია დავალიანების შესახებ;
** თვის ჭრილში მიმდინარე, არსებული და გაწერილი პაციენტების შემოსავლის გადამოწმება და დადასტურება და წარდგენა ფინანსურ დირექტორთან სტაციონარი/ამბულატორია;
** ყველა სერვისის ღირებულების აღრიცხვის და სწორად გატარების კონტროლი; სტაციონარის მიმართულებით;
** დაზღვევის შესახებ პროცესების მართვა და გადახდების შესახებ ინფორმაციის განახლება;
** კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის კოორდინირება, რათა პროცედურები სწორად და დროულად განხორციელდეს;
** დაზღვევის მოთხოვნების შესაბამისად გადასახდელ თანხებზე შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა და წარდგენა;
** სადაზღვევო კომპანიებთან დაუსრულებელი ან დავალიანების საკითხების მოგვარება;
** პაციენტების ან დაზღვევის საკითხების მოგვარება, მათ შორის გადახდებთან და დოკუმენტაციის სწორად ადმინისტირებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება;
** ფასწარმოქნმის შექმნა განფასება ჩამონათვლის განახლება სამედიცინო პროგრამაში ფინასურ დირექტორთან ერთად;
** პერიოდულად მომსახურების/სერვისების ღირებულების ბაზრის კვლევა და ფასების პერიოდული განახლება;
** პროგრამაში სამედიცინო მომსახურების განფასება ფინანსურ დირექტორთან ერთად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 14 მაისი, 2026 წ.

დაინტერესბულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadermed.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ბილინგის მენეჯერი".

კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: Info@leadermed.ge

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.

შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოყპრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@leadermed.ge"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია