Робота для біженців з України
მაშველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაშველი
მომწოდებელი: ჯინო აკვაპარკი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს!

ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით.

"ჯინო აკვაპარკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მაშველი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9, "ჯინო აკვაპარკი"
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება (თვეში 15 სამუშაო დღე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ვიზიტორების კონსულტირება, სანიტარული და უსაფრთხოების წესების გაცნობა;
** ვიზიტორების უსაფრთხოების მონიტორინგი და უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრცეების სისუფთავის კონტროლი/უზრუნველყოფა;
** სამუშაო სივრიცისა და ინვენტარის გამართულად მუშაობის კონტროლი/ უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ცურვის ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლიანობა
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoaquapark.ge ან დარეკეთ ნომერზე 599968303

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება !

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე