Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713837&print=yes&view=jobs
 
თევზის სექციის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თევზის სექციის თანამშრომელი
მომწოდებელი: Four Seas Trading
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
სააქციო საზოგადოება "ფორ სიზ თრეიდინგი" იგივე "ფიშმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას თევზის სექციის თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "ფორ სიზ თრეიდინგი" 2017 წლიდან ახორციელებს თევზის, ზღვისპროდუქტების, ღვინისა და სხვადასხვა სახის პროდუქტების რეალიაზაციას. ამ ეტაპზე გვაქვს 2 საფირომო მაღაზია და ათეულობით პარტნიორი ორგანიზაცია, რომელთაც ვაწვდით ჩვენს პროდუქციას.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ვაკე, ი.აბაშიძის ქ.21ა
სამუშაო განაკვეთი: 5 დღე სამუშაო 2 დღე დასვენება (სამუშაო საათები 10:00 - 20:00)
ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე ასაღები)

თევზის სექციის თანამშრომლის მოვალეობები:

** თევზის სექციის გაწყობა წინასწარ განსაზღვრული ნორმების მიხედვით.
** თევზისა და ზღვის პროდუქტების ასორტიმენტის ცოდნა (ადგილზე შეგასწავლით)
** სამაცივრე კამერაში მარაგების კონტროლი და დახლზე განთავსება.
** პროდუქციის სწორი შენახვა - დაყინულება წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით.
** მაღაზიის მომხმარებლების მომსახურება (თევზის დამუშავება, დაჭრა გასუფთავება და სხვა) .
** სანიტარულ ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა მაღლი სტანდარტით.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა .
** მენეჯერისა და საცალო გაყიდვების ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება
** პრიორიტეტი მიენიჭება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებას
** სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება
** მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირება და პასხუსისმგებლიანობა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (პსპ)
** მეგობრულ და მყურდრო სამუშაო გარემოს .
** მოქნილ გრაფიკს, სტაბილურ ანაზღაურებას და საუკეთესო სამუშაო პირობებს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - d.lagazashvili@fourseas.ge

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი-დისტრიბუტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კომპანია "ფორ სიზ თრეიდინგი" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია