Робота для біженців з України
გარე გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Fast Energy Georgia
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
"FAST ENERGY GEORGIA" წარმოადგენს საერთაშორისო ჯგუფის FAST ENERGY-ის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. FAST ENERGY GEORGIA არის მზის ენერგიის კომპანია, რომელიც თქვენს სახლსა თუ ბიზნესს მომავლის ენერგიით უზრუნველყოფს. ჩვენ ვართ ინოვაციების, ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი თქვენს გზაზე ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიისკენ. კომპანია გთავაზობთ პროდუქტებისა და სერვისების ფართო სპექტრს მწვანე ენერგიის სფეროში, კერძოდ: მზის პანელების, ინვერტერების, წყლის გამაცხელებლების, აკუმულატორების გაყიდვასა და მონტაჟს. ჩვენ ვახორციელებთ მზის სისტემებთან დაკავშირებული ნებისმიერი მასშტაბის პროექტს (როგორც B2B, ასევე B2C), ხელსაყრელ ფასთან ერთად უზრუნველვყოფთ სამუშაოს მაღალ ხარისხს.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00 - 19:00
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ., N39ბ
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი
დამატებითი ბენეფიტები: ულიმიტო სასაუბრო და სამგზავრო ბარათი

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური მომხმარებლის მოძიება და პროდუქციის ადგილზე შეთავაზება
** სამუშაო არეალზე ფლაერების / ბუკლეტების / სარეკლამო მასალების დარიგება
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა
** პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება

საჭირო მოთხოვნები და უნარები:

** გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება სასურველია
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება
** კომუნიკაბელურობა, კლიენტთან მუშაობის უნარი

ჩვენთან თქვენ მიიღებთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიუთითოთ სათაურში ვაკანსიის დასახელება და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მეილზე: fastenergy.ge@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე