|
დასახელება:
ბუღალტრის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
აგრო მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
"აგრო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარეს თანამდებობაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანგარიშვალდებულება: ბუღალტერი / ფინანსური მენეჯერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 162
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
სამუშაოს აღწერა:
ვეძებთ ბუღალტრის დამხმარეს — ადამიანს, რომელიც დეტალებზე ორიენტირებულია, პასუხისმგებელია და სურს პროფესიულად განვითარდეს ბუღალტერიის მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** სალაროს მართვა და ყოველდღიური კონტროლი
** სალარო ოპერაციების შესრულება
** გაცემული და მიღებული ზედნადებების კონტროლი
** მარაგების აღრიცხვა და კონტროლი
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი
** სხვადასხვა ტიპის ბუღალტრული დოკუმენტაციის მომზადება
** დოკუმენტაციის შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი
** ბუღალტრული ოპერაციების ეტაპობრივი შესწავლა და შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, განსაკუთრებით Excel)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ფინანსების / ბუღალტერიის მიმართულებით განათლება ჩაითვლება უპირატესობად
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** კომუნიკაციის უნარი და გუნდური მუშაობა
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას
** პრაქტიკულ გამოცდილებას ბუღალტერიაში
** მხარდამჭერ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: info@agromotors.ge
|
|
|
|