|
დასახელება:
ავტო ლიზინგის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Premium Leasing
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 11 მაისი
|
"პრემიუმ ლიზინგი"- საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ, გთხოვთ, იხილოთ ვებ-გვერდზე: https://pl.ge/ka
"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ლიზინგის (მომხმარებელთა მომსახურების) ოპერატორის პოზიციაზე საჩხერეში.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების გაზრდის მიზნით, კომპანიის პროდუქტების შეთავაზება პოტენციური მომხმარებლებისთვის;
** დაინტერესებულ მომხმარებელთათვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
** ლიზინგის განაცხადების მომზადება შიდა სტანდარტის მიხედვით და განსახილველად შესაბამის ჯგუფთან გადაგზავნა;
** დადასტურების შემთხვევაში, შესაბამის დოკუმენტაციის მომზადება და ლიზინგის გაცემის სრული პროცესის მართვა;
** პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** დახვეწილი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების ეფექტური მეთოდების ცოდნა,
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** გუნდურობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო ადგილი: ქ. საჩხერე
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი:10:00 - 18:00;
შაბათი: 10:00-15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული +ყოველთვიური ბონუსი
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერა შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: hr@premiumleasing.ge
ელ.ფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია - ავტო ლიზინგის ოპერატორი, საჩხერე.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 11 მაისი.
გისურვებთ წარმატებას!
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს"
და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციისათვის პირს შეუძლია მიმართოს "პრემიუმ ლიზინგს" ნომერზე: 032 250 20 60
|
|
|
|