Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Lexon
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
კომპანია "Markio", "Lexon"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

"Lexon" არის ფრანგული დიზაინ ბრენდი, რომელიც ქმნის თანამედროვე, ფუნქციურ და ესთეტიკურ პროდუქტებს — აუდიო მოწყობილობები, განათება, საათები და სხვა lifestyle აქსესუარები.

ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა უბრალოდ პროდუქტი, არამედ გამოცდილება.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-16:00 ან 16:00 - 22:00
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის პროფესიონალური მომსახურება და კონსულტაცია
** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვების განხორციელება
** მაღაზიის ვიზუალური წესრიგის და სტანდარტების დაცვა
** სალაროსთან მუშაობა
** მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია გაყიდვების ან retail სფეროში გამოცდილება
** კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინგლისური ენის ცოდნა
** ინტერესი დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემა
** თანამედროვე და კრეატიულ სამუშაო გარემოს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: info@markio.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე