|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 14 აპრილი
/ ბოლო ვადა: 14 მაისი
|
"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
ლოგისტიკური პროცესების გამართულად მართვისთვის, ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე საწყობის თანამშრომელს ჩვენი გლდანის ფილიალში.
რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და გთავაზობთ:
** ანაზღაურება: 1200 ₾ + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 10:00 - 19:00 ან 12:00-21:00 სთ (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება);
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** შემოსული პროდუქციის მიღება და სატრანსპორტო საშუალებებიდან ჩამოტვირთვა;
** პროდუქციის საწყობის სექციებში განაწილება და განლაგება;
** საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის უსაფრთხო გადაადგილება;
** გაყიდული პროდუქციის მომზადება და მიწოდების ავტომობილებში დატვირთვა;
** გეგმურ ინვენტარიზაციასა და აღწერებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: CV@kontakt.ge სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ფილიალის საწყობის თანამშრომელი".
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14 მაისი, 2026 წელი.
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|