Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713684&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: დეუს ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 14 აპრილი / ბოლო ვადა: 14 მაისი
შპს "დეუს ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

სამუშაო ფორმატი: დისტანციური
დასაქმების ტიპი: ნახევარ განაკვეთზე

კომპანიის შესახებ:

"დეუს ჰოლდინგ"ი არის კომპანია, რომელიც მუშაობს თანამედროვე ფინანსური და ინოვაციური მიმართულებებით. ამ ეტაპზე ვეძებთ პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ ბუღალტერს, რომელიც მოგვცემს ყოველდღიური საბუღალტრო პროცესების მოწესრიგებულად და ზუსტად მართვის შესაძლებლობას. კრიპტო ან ფინტექ მიმართულებით გამოცდილება სასურველია, თუმცა არ არის სავალდებულო.

ანაზღაურება: 2, 100 ლარი ყველა გადასახადის ჩათვლით (განიხილება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის მოწესრიგება
** პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და აღრიცხვა
** საგადასახადო და ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი
** ბუღალტრულ პროგრამაში მონაცემების სწორად ასახვა
** საჭიროების შემთხვევაში ანგარიშგებების და რეპორტების მომზადება
** ბოლო 1 წლის საბუღალტრო მონაცემების ეტაპობრივი მოწესრიგება და სისტემაში სწორად ასახვა და სხვა საბუღალტრო საქმესთან დაკავშირებული საქმიანობა კომპანიის საჭიროების მიხედვით
** კომპანიის მენეჯმენტთან და იურიდიულ/ფინანსურ მხარესთან კოორდინაცია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბუღალტრო მიმართულებით მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება
** საგადასახადო და საბუღალტრო საფუძვლების ცოდნა
** Excel-ის და საბუღალტრო პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობიანობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა
** სასურველია ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
** სასურველია კრიპტო, fintech, საერთაშორისო გადარიცხვების ან თანამედროვე ფინანსური პროცესების მიმართ ინტერესიც ან გამოცდილებაც, მათ შორის საკანონმდებლო (საბუღალტრო) დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** დისტანციურ სამუშაო ფორმატს
** მოქნილ გრაფიკს
** მშვიდ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, იმუშაოთ საინტერესო და თანამედროვე მიმართულებით
** კარიერული განვითარების პერსპექტივას კომპანიის ზრდასთან ერთად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@luxium.global

Subject ველში მიუთითეთ: Accountant - Deus Holding
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია