Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713632&print=yes&view=jobs
 
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: Fit Meal
გამოქვეყნდა: 10 აპრილი / ბოლო ვადა: 10 მაისი
კომპანიის შესახებ:

"Fit Meal" არის ჯანსაღი კვების კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს დაბალანსებულ, მაღალხარისხიან და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ კვების რაციონებს.

ვეძებთ ორ მოტივირებულ მენეჯერს, რომლებიც იმუშავებენ 2/2 ცვლაში. პოზიციები არის თანაბარუფლებიანი, ერთნაირი პასუხისმგებლობებით და ურთიერთჩანაცვლების შესაძლებლობით, რაც უზრუნველყოფს პროცესების უწყვეტ და ეფექტურ მართვას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია სოციალური არხების მეშვეობით (Instagram / Facebook / WhatsApp) - შემოსულ ზარებზე, შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული პასუხის გაცემა;
** მომხმარებლების ალერგენების, ინდივიდუალური მოთხოვნებისა და შეკვეთების მონიტორინგი და მომხმარებელთა ბაზის (რაოდენობა, ალერგენები, მოთხოვნები) სამზარეულოსთვის დროული მიწოდება;
** WooCommerce პლატფორმაზე შეკვეთების მართვა;
** დილის რაციონების შესაბამის პარკებში სწორად გადანაწილების კონტროლი;
** ყოველდღიური მენიუს დაგეგმვაში მონაწილეობა;
** სამზარეულოს პროცესების მონიტორინგი, რათა შეკვეთები მომზადდეს სწორად და დროულად;
** სამზარეულოში HACCP-ის სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
** საკურიერო მარშრუტების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** კურიერებისა და სამზარეულოს თანამშრომლების სამუშაო გრაფიკების შედგენა;
** Glovo / Wolt / Bolt Food პლატფორმებზე მუშაობა;
** აღნიშნულ პლატფორმებზე ჩარიცხვებისა და ინვოისების კონტროლი;
** ჩამოწერების შემოწმება და შესაბამისი რეპორტინგი;
** ყოველდღიური გაყიდვების რეპორტინგი;
** თანამშრომლების სახელფასო ფაილის წარმოება;
** ყოველდღიური გადარიცხვების მართვა;
** კერძების თვითღირებულებებისა და კალორიების გამოთვლა;
** Poster სარესტორნო პროგრამაში მუშაობა;
** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია და ახალი მომწოდებლების მოძიება;
** მარკეტინგის გუნდთან აქტიური კომუნიკაცია და მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
** ვიდეო/ფოტო გადაღებების პროცესში დასწრება და კოორდინაცია;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი კადრების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ ან საოპერაციო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გამოცდილება კვების სფეროში;
** ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** მრავალფუნქციურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
** სასურველია სარესტორნო და საოპერაციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** მზარდ კომპანიაში განვითარების შესაძლებლობას;
** პასუხისმგებლობიან და მრავალფეროვან სამუშაოს;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 597 182719 ან მეილზე გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: contact@fitmeal.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია