Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ბეთერსქინი
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
"ბეთერსქინი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაყიდვების კონსულტანტი, ქალაქში - ბათუმი.

სამუშაო განაკვეთი: 6 საათი, კვირაში 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 10:00 საათიდან 22:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: 850 ლარი + ბონუსი (ხელზე ასაღები)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა არსებული სტანდარტის მიხედვით;
** ფილიალში პროდუქციის განლაგების სტანდარტის დაცვა;
** სალაროს მართვა;
** არსებული მარაგების კონტროლი;
** შემოსული შეკვეთების შეფუთვა ;
** თაროების მოწესრიგება და მინიმალური სისუფთავის უზრუნველყოფა:

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** უცხო ენების ცოდნა;
** პუნქტუალურობა;
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;

აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr.betterskin@gmail.com.

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა: 25 აპრილი

ბეთერსქინი არის პირველი დერმატოლოგიური და კანის მოვლის მაღაზია საქართველოში. მაღაზიაში განთავსებულია კორეული, ამერიკული და კანადური კანის მოვლის საშუალებები და სილამაზის პროდუქტები. ბრენდი მეექვსე წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას !
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე