Робота для біженців з України
უმცროსი რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი რეკრუტერი
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 09 მაისი
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიების საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დასანებებელი პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.

ჩვენი სწრაფად მზარდი გუნდი ეძებს ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ Junior რეკრუტერს, რომელიც დაგვეხმარება გუნდის გაფართოებაში და საუკეთესო კანდიდატების მოძიებაში. თუ გიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, ხარ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და გსურს HR / რეკრუტინგის მიმართულებით განვითარება, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი- პარასკევი (10:00-18:00);
** კვირაში 1 დღე (შეთანხმებით) დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (საშუალოდ 1500 ლარი);
** მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო

მოთხოვნები:

** წერითი და ვერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ორგანიზებულობა და მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი;
** რეკრუტინგის, HR-ის ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე კადრების მოძიება სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით;
** შემოსული რეზიუმეების გადარჩევა და სისტემაში შეყვანა;
** რეზიუმედან შერჩეულ კადრებთან პირველადი გასაუბრებების (screening call) ჩატარება;
** გასაუბრებების მეორე ეტაპის ჩანიშვნა და მონაწილეობის მიღება შერჩევის პროცესში;
** სხვა რეკრუტერებთან აქტიური კომუნიკაცია.

ჩვენთან გელოდებათ:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** fitpass

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ. ფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com.

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე