Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713538&print=yes&view=jobs
 
სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორი - ბორჯომი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორი
მომწოდებელი: ბორჯომი ლიკანი
გამოქვეყნდა: 09 აპრილი / ბოლო ვადა: 09 მაისი
ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი" აცხადებს ვაკანსიას სტუმრებთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო საათები: კვირაში 40 სთ.
ანაზღაურება: 900-1000 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება - სრული;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
** სტუმრების მოთხოვნების, პრობლემებისა და საჭიროებების გაცნობა და ეფექტურად გადაწყვეტა;
** მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაცია და პრეტენზიების პროფესიონალურად მართვა;
** სტუმრებისთვის კმაყოფილების კითხვარების შეთავაზება, მონაცემების სისტემაში შეტანა და ანალიზი;
** სტუმრების ინფორმირება სასტუმროში მიმდინარე აქტივობებისა და ცვლილებების შესახებ.

პიროვნული უნარ ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: natia.lomidze@borjomilikaniresort.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია