|
დასახელება:
სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ნიუ ჰოსპიტალსი
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო დოკუმენტაციის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება კლინიკურ და/ან სადაზღვევო სფეროში;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება;
** ექსელის და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კლინიკური მდგომარეობის და ჩატარებული ჩარევების ასახვის სიზუსტეზე კონტროლი;
** პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არსებობის და მათი სწორად შევსების კონტროლი;
** საყოველთაო ჯანდაცვის პორტალზე კლინიკური შემთხვევისათვის საჭირო აქტივობების განხორციელება;
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელთან.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** გულისხმიერება და თავაზიანობა;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 08.05.2026-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
|
|
|
|