Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ბაუსფეისი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
კომპანია ბაუსფეისი, Knauf-ის პრემიუმ პარტნიორი, ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს მოლარის პოზიციაზე.

თუ გსურს სტაბილურ გარემოში მუშაობა, განვითარება და ღირსეული ანაზღაურება, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.
სამუშაო ადგილი მდებარეობს თბილისში, ქიზიყის ქუჩა №10-ზე.
სამუშაო გრაფიკი არის მოქნილი და მოიცავს სამ ცვლას — 09:00-დან 18:00-მდე, 10:00-დან 19:00-მდე და 11:00-დან 20:00-მდე, საიდანაც თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა თავად აირჩიოს მისთვის სასურველი ცვლა, კვირაში ერთი დასვენების დღით.
ანაზღაურება შეადგენს 1300 ლარს და დამატებით ბონუსებს, ასევე უზრუნველყოფილია სამედიცინო დაზღვევა.

შენი ძირითადი მოვალეობა იქნება:

** სალაროს ოპერაციების მართვა
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა

ვეძებთ ადამიანს, რომელიც არის კომუნიკაბელური, ყურადღებიანი დეტალების მიმართ და პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს.

თუ გინდა გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, დაგვიკავშირდი: +995 597 12 67 06.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე