Робота для біженців з України
სხვადასხვა - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: სასტუმრო Capo Verde
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
სასტუმრო Capo Verde" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მწვანე კონცხი, ბაღის ქ. 18

ძირითადი მოთხოვნები:

დასუფთავების ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება
** ზედამხედველის მიერ გაცემული დავალებების შესრულება
** პრობლემების დაფიქსირება და ზედამხედველი პირის ინფორმირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** სისუფთავე და მოწესრიგებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** დროულ ანაზღაურებას
** ორგანიზებულ სამუშაო პროცესს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: capoverde.batumi@gmail.com. ან დაგვიკავშირდით 579 80 00 08. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დიასახლისი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

-------

სასტუმრო Capo Verde აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი. მწვანე კონცხი. ბაღის ქუჩა 18

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციული მიზნების გათვალისწინებით სამზარეულოს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია/მიზნების დასახვა, სამუშაო პროცესის, პროდუქტის გაუმჯობესებისა და მაღალი სტანდარტების დანერგვის მიზნით
** სამზარეულოს ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფა;
** წარმოებისა და პროდუქტის ხარისხზე ზიანის მიყენების გარეშე, ხარჯების შემცირებაზე ზრუნვა;
** გეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება, შედეგების ანალიზი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება
** სამზარეულოს ტექნოლოგიური ბარათებისა და კალკულაციების შედგენა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მომზადებული კერძის/ნახევარფაბრიკატის მონიტორინგი, შედგენილი ტექნოლოგიური ბარათების/კალკულაციების საფუძველზე
** კერძების ხარისხის მუდმივი კონტროლი და პერიოდულად შესაბამისი ზომის მიღება
** პერიოდული შემოწმებების განხორციელება სურსათის უვნებლობის/ჰასპის სტანდარტების შესაბამისად, კომპანიაში დადგენილი წესით.
** პერიოდული შემოწმებების განხორციელება საკვების ვარგისიანობის, ვადების, შენახვის პირობებისა და ტემპერატურის კუთხით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა
2. გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: capoverde.batumi@gmail.com ან დაგვიკავშირდით 579 80 00 08. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მზარეული".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

-----------------

სასტუმრო "Capo Verde" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმღები/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება/განთავსებისა და გაცილების შესაბამის პროცედურების განხორციელება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.

პერსონალური მოთხოვნები:

** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული და მოტივირებული, თავაზიანი ღიმილით;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია CV (ფოტოსურათთან ერთად) გამოგზავნოს შემდეგ მისამართზე: capoverde.batumi@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 579 80 00 08. გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

გისურვებთ წარმატებებს!

-------

სასტუმრო Capo Verde" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, მწვანე კონცხი, ბაღის ქ. 18

ძირითადი მოთხოვნები:

** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მომსახურება;
** მენიუს შეთავაზება;
** კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია CV (ფოტოსურათთან ერთად) გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: capoverde.batumi@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ: 579 80 00 08

გთხოვთ, Subject ველში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მიმტანი) და წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე