Робота для біженців з України
Hard Collection-ის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Hard Collection-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: პაბ ინვესტი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"პაბ ინვესტი" აცხადებს ვაკანსიას Hard Collection-ის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:30-18:30 საათამდე
** ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი.

ძირითადი ფუნქციები:

** ვადაგადაცილებული საკრედიტო ვალდებულების მართვა და ანალიზი;
** მომხმარებელთან სატელეფონო კონსულტაციის გაწევა;
** ვალდებულების დაფარვის მიზნით მომხმარებელთან საუკეთესო პირობების შეთავაზება და ფინანსური მდგომარეობის რეაბილიტაციაში დახმარება;
** მომხმარებბლებთან რესტრუქტურიზაციის და მორიგების გაფორმება და გადახდების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Word, Excel);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითველბა უპირატესად;

პიროვნული და სხვა უნარჩვევები:

** ეფექტური მოლაპარაკებების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

გთავაზობთ:

** განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასი;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.

მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე