|
დასახელება:
ბუღალტრული, ფინანსური მიმართულების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.
"AACC" უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:
** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.
კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, "სიმეტრა" და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია: https://www.aacc.ge/
"AACC"-ის პარტნიორ კომპანია - წარმოება "სიმეტრა"-ში ვეძებთ ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტს.
რას გთავაზობთ?
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
** კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს;
** შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (5 დღე, 9:00-18:00 სთ)
** ანაზღაურება: პირველი 3 თვე 1000 ლარი (net), მე-4 თვიდან 1500 ლარი (net)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა N36 (ღრმაღელის მეტროს წინ).
ფუნქცია-მოვალეოები:
** კომპანიის ყოველდღიური ფინანსური აღრიცხვის განხორციელება (ბუღალტრული გატარებების წარმოება);
** საბუღალტრო პროგრამაში ინფორმაციის აღრიცხვა, აღრიცხვის სიზუსტის და პირველად დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი;
** სალაროს და საბანკო გატარებების წარმოება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების კონტროლი;
** ყოველდღიურ გაყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამული ასახვა;
** წარმოებასთან დაკავშირებული ოპერაციების დამუშავება და პროგრამაში ასახვა
** ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამული ასახვა და სასაქონლო ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.
მოთხოვნები, მოლოდინები:
** უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
** ერთ წლამდე გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე (სასურველია წარმოების მიმართულებით);
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ბუღალტრულ პროგრამებსა და Microsoft Excel-ში მუშაობის გამოცდილება.
მნიშვნელოვანი უნარები რასაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტრული/ფინანსური მიმართულების კონსულტანტი".
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|