|
დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
ჩვენი კომპანია ახორციელებს სხვადასხვა პროექტს, რომელიც მოიცავს სასტუმროს, რესტორანსა და სპა-გამაჯანსაღებელ სივრცეებს.
კომპანია აღნიშნული საქმიანობისთვის ეძებს კვალიფიციურ მარკეტინგის მენეჯერს.
ვაკანსია: მარკეტინგის მენეჯერი
მდებარეობა: თბილისთან ახლოს
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებისამებრ გამოცდილების შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება;
** ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა, პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა;
** სარეკლამო კამპანიების შექმნა და ანალიზი;
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Facebook Ads, Google Ads და სხვ.);
** ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარები;
** კრეატიული აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ახლო მომავალში დაქვემდებარებული გუნდის მეთაურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: css_ltd@yahoo.com
|
|
|
|