Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - იმერეთი, აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ინტერ ფარმა
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
ფარმაცევტული კომპანია "Inter Pharma" აცხადებს ვაკანსიას იმერეთისა და აჭარის სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან
** ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა
** საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
** განვითარებაზე ორიენტირება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი.

პირობები:

** ხუთდღიანი სამუშაო კვირა
** სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 სთ.დან 18:00 სთ.მდე
** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (პრაქტიკული უნარების და გამოცდილების გათვალისწინებით), შედეგის შესაბამისი წამახალისებელი პრემიები.

დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info.interpharmageorgia@gmail.com სათაურში მიუთითეთ - რომელ ვაკანსიასთან დაკავშირებით აგზავნით მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე