Робота для біженців з України
Facebook გვერდის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Facebook გვერდის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მკითხველი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "მკითხველი" 2015 წლიდან პოზიციონირებს და წამყვან ადგილს იკავებს წიგნების სამომხმარებლო ბაზარზე.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს Facebook გვერდის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია - მოვალეობები:

** კომპანიის Facebook გვერდზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** Facebook გვერდის პოსტის კომენტარებზე უკუკავშირი;
** შეკვეთების მიღება, პროგრამული ასახვა და კონტროლი;
** რიგ შემთხვევებში მომხმარებელთან დაკავშირება და შეკვეთასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება;

მოთხოვნები:

** ქართული ენის გამართული ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება სოციალურ მედიაში ან გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება!

პიროვნული უნარ ჩვევები:

** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 16:00 - 00:00 სთ
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + მუდმივად მზარდი ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** მუდმივად მზარდ ანაზღაურებას
** ტრენინგებს და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
** 20 % იან ფასდაკლებას კომპანიის პროდუქციაზე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეიზუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე