Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713383&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მეგაკო
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
შპს "მეგაკო" წარმოადგენს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც წარმატებით მოღვაწეობს ბაზარზე 1996 წლიდან და დღესდღეობით წარმოადგენს ისეთი მსხვილი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს, როგორიცაა Mondelez International (Alpen Gold, Milka, korona, OREO, Tuc, Barni, Dirol, Юбилейное, ჩიფსი Люкс) და Jacob Douwe Egberts (ყავა Jacobs Monarch, Carte Noire).

კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია მეგაკო აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა ქ.თბილისი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის მიმდინარე საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
** ხელფასების გადარიცხვა და დარიცხვის დადასტურება;
** ბანკის ამონაწერის და სალარო ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;
** წარმოებული საბუღალტრო ოპერაციების დადგენილი წესით აღრიცხვა, დოკუმენტირება, დაარქივება;
** ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკური მიმართულებით;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel ცოდნა;
** სასურველია პროგრამა Balance ცოდნა;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

სახელფასო ანაზღაურება ხელზე ასაღები 2200 ლარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@megako.ge 2026 წლის 30 აპრილამდე .

ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი" წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რეზიუმეს გადმოგზავნით თანხმობას აცხადებთ კომპანიის მიერ დასაქმების მიზნით პერსონალურ მონაცემთა მიღება, დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია