|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ვი ჯი ეს ნეთვორქი
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
კომპანია "ვი-ჯი-ეს ნეთვორქ" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სამტრედიაში.
კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატების სრულ გადამზადებასა და პრაქტიკულ ტრენინგებს, რაც უზრუნველყოფს ოპერატორების ეფექტურ და სწრაფ ინტეგრაციას სამუშაო პროცესში.
სამუშაო ცვლები:
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა პრობლემებისა და უკმაყოფილების მიზეზების იდენტიფიცირება და ეფექტური რეაგირება კომპანიის სტანდარტებისა და პოლიტიკის შესაბამისად;
** შემოსული ინსტალაციების გატარება ინსტალაციის უწყისში
** ტექნიკური ხარვეზების პირველადი დიაგნოსტიკა და გატარება დაზიანების უწყისში
** საჭიროების შემთხვევაში, გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთა ინფორმირების ან პრობლემის მოგვარების მიზნით;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში პოზიტიური და პროფესიონალური ტონის შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამართული მეტყველება და მკაფიო დიქცია;
** კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო მიმდინარეობს ცვლებში;
** დღის ცვლა: 09:00 - 18:00
** ღამის ცვლა: 18:00 - 00:00
** ცვლები ნაწილდება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით;
** თითოეულ ოპერატორს უწევს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში მუშაობა (არ ერთდროულად).
** კვირაში 40 საათი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები ხელფასი: 900 ლარი
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემების სწრაფად ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლებში მუშაობა).
** ჯანმრთელობის დაზღვევა
ელფოსტა: vgsnetwork@vgs.ge
ტელ: 595799118
|
|
|
|