Робота для біженців з України
სისტემური ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
კომპანია UGT აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდარვა წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

სამუშაოს მიზანი:

ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის მართვა და ადმინისტრირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის, სისტემების მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების და ინფორმაციული მოთხოვნების მხარდაჭერა;
** ვირტუალური სერვერების მიმართულებით დაფიქსირებული ინციდენტების/სერვისული მოთხოვნების და ინფორმაციული მოთხოვნების მხარდაჭერა;
** სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის, სისტემების პერიოდული მიმოხილვა, არსებული მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება/მიწოდება;
** სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
** სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** სერვერული და მონაცემთა სანახის ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე პროექტებში მონაწილეობა.

პროფესიული უნარები/მოთხოვნები:

აუცილებელი პროფესიული ცოდნა:

** Windows Server
** Active Directory
** Exchange Server
** DNS
** DHCP
** VMware vsphere (VMware ვირტუალიზაციის ინფრასტრუქტურა)
** Backup Solutions (Veeam, Symantec Backup Exec)
** Monitoring system (PRTG, Zabbix)
** Spam Filtering
** File Server

სასურველი პროფესიული ცოდნა:

** Linux Server
** Windows PKI
** Exchange Online (Office 365)
** Microsoft 365 Teams
** WSUS
** Acronis Backup

განათლება: უმაღლესი განათლება

ენები:

** აუცილებელია ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა.

სამუშაო გამოცდილება: აუცილებელია სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება.

კომპეტენციები:

** ვერბალური და წერითი კომუნიკაცია
** კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია
** ერთდროულად რამდენიმე და განსხვავებული ამოცანების შესრულების უნარი
** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი
** დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი

დასაქმების პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 8 მაისის ჩათვლით.

ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და შეავსოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1188/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე