|
დასახელება:
მიმღები-ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
Vortex Fitness
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"Vortex Fitness" არის თანამედროვე და მრავალფუნქციური ფიტნეს სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ გარემოს ვარჯიშის და ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის. დარბაზი აღჭურვილია პროფესიონალური ინვენტარით და აერთიანებს როგორც ინდივიდუალურ, ისე მრავალფეროვან ჯგუფურ ვარჯიშებს.
"Vortex Fitness" ეძებს რეცეფციის თანამშრომელს მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
გრაფიკი: ცვლადი (დილის და საღამოს ცვლები)
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობა
** მომხმარებლის მიღება, დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** ჯავშნების და აბონემენტების ადმინისტრირება
** სალაროსთან მუშაობა და შესაბამისი ოპერაციების შესრულება
** დარბაზის საერთო სივრცის მოწესრიგებულობისა და სტანდარტების კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** ორგანიზებულობა და უპასუხისმგებლოს გრძნობა
** დეტალებზე ორიენტაცია
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ფიტნეს დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობას
** კარიერულ განვითარებას
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
შემოუერთდი ჩვენს გუნდს და შეავსე განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: სააპლიკაციო ფორმა
თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის განხილვის მიზნით. ინფორმაციის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით თქვენი მონაცემების დამუშავებას შერჩევის პროცესის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|