Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713247&print=yes&view=jobs
 
1C ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ბიბლუსი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას 1c ადმინისტრატორის პოზიციაზე.

მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ჩვენთან გელოდებათ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და პროგრამული ადმინისტრირება;
** კომპანიის საჭიროებების მიხედვით ახალი მოდულების ამუშავება,
** ტესტირება და ბაზის მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების მომზადება;
** მმართველობით და ბუღალტრული ოპერაციების შედარება/კონტროლი;
** მოთხოვნის შესაბამისად რეპორტების მომზადება;
** პროგრამული სისტემისა და დამატებითი მოწყობილობების ინსტალაცია, შემდგომ მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** პროგრამის მომხმარებლების მხარდაჭერა.
** ERP სისტემის მომსახურე კომპანიასთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა;
** ERP სისტემის კონფიგურატორში მუშაობის გამოცდილება;

ვაკანსიის სავალდებულო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი:

** სრული
** ადგილმდებარეობა: თბილისი, იოსებიძის 49;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (1c ადმინისტრატორი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია