Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ივრის ფერმები
გამოქვეყნდა: 08 აპრილი / ბოლო ვადა: 08 მაისი
"ივრის ფერმები" 2022 წელს დაარსდა. კომპანია ორიენტირებულია მდგრადი, გრძელვადიანი აქტივის შექმნასა და პირველადი პროდუქტის წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე.

ადგილობრივ თემებთან და ესპანელ ექსპერტებთან თანამშრომლობით ეტაპობრივად მიმდინარეობს კაკლოვანი კულტურების გაშენება ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ცარიელი და აუთვისებელი იყო. ამჟამად კომპანიის ნუშის ბაღები უკვე 350 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზეა გაშენებული, რომელშიც წარმოდგენილია სამი ევროპული ჯიში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://iorifarms.ge/ | Facebook | Instagram

"ივრის ფერმებში" ვეძებთ ახალ კადრს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

თუ ხარ:

** ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების მოყვარული;
** გუნდურად მოთამაშე;
** რიცხვების დიდი მოყვარული

ამავდროულად:

** აუცილებლად გაქვს MS Excel-ის გამორჩეული ცოდნა;
** გაქვს საბუღალტრო პროგრამა "ORIS"-სთან მუშაობის გამოცდილება;
** იცი, ან გინდა ისწავლო როგორ ააწყო კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები;
** გაქვს, ან გინდა გაიღრმაო საგადასახადო კოდექსისა და ფასს-ის ცოდნა;.
** სამუშაო ფაილების ავტომატიზირება შენი გატაცებაა;
** დამოუკიდებლად შეგიძლია ექსელის ფაილების დამუშავება და ანალიზი;
** გაქვს მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე

და გულმოდგინედ შეასრულებდი მოვალეობებს, როგორიცაა:

** კომპანიის ყოველთვიური და წლიური კონსოლიდირებული ანგარიშგებების შედგენა;
** ბრუნვითი უწყისის ანალიზი და სწორი ნაშთების კონტროლი;
** მენეჯმენტ რეპორტების მომზადება და წარდგენა;
** საოპერაციო რეპორტების შესაბამისობის კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის სამუშაო ფაილების შექმნა/მოდიფიკაცია;
** საქმიანობასთან დაკავშირებული ანალიტიკური რეპორტების მომზადება

მაშინ გამოგვიგზავნე შენი CV მეილზე ggonashvili@iorifarms.ge და Subject-ში აუცილებლად მიუთითე: ვაკანსია - ფინანსური ანალიტიკოსი.

კანდიდატები გაივლიან შემდეგ შესარჩევ ეტაპებს:

** ეტაპი 1 - რეზიუმეების გადარჩევა;
** ეტაპი 2 - გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან და ტესტი;
** ეტაპი 3 - გასაუბრება კომპანიის დირექტორთან
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე