|
დასახელება:
მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
|
|
გამოქვეყნდა: 08 აპრილი
/ ბოლო ვადა: 08 მაისი
|
"Advanced Audit & Consulting Company" (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.
AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:
** HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
** ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
** იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორაციული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
** IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
** Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორაციული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.
** კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company, "სიმეტრა" და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია: http://www.aacc.ge
AACC-ის პარტნიორ კომპანია "სუფთა სახლში" ვეძებთ მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტს.
რას გთავაზობთ?
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** კეთილგანწყობილ და მხარდამჭერ გუნდს
** შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამუშაო პირობებს/ნორმებს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული - 40-საათიანი სამუშაო კვირა (5 დღე, 9:00-18:00 სთ)
** ანაზღაურება: განიხილება 1000 ლარიდან (NET) - კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქნის ქუჩა N36.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნეს პროცესების შესრულებისას მონაცემთა ბაზაში შეცდომებისა და უზუსტობების იდენტიფიცირება და კორექტირება
** მონაცემთა ბაზების განახლებასა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვაში მონაწილეობა
** მიმდინარე და ახალი პროექტების პროგრამულ დანერგვასა და ტესტირებაში ჩართულობა
** ახალი ფილიალების პროგრამული აწყობა და მხარდაჭერა
** ფილიალებში წარმოშობილ პროგრამულ ხარვეზებზე დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა
** CRM-ის, ბონუსური პროგრამების, ვაუჩერებისა და აქციების პროგრამული კონფიგურაცია
** თვის დახურვის ოპერაციების პროგრამული მხარდაჭერა
** ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული დამატებითი დავალებების შესრულება კომპანიის შიდა რეგულაციების ფარგლებში.
მოთხოვნები, მოლოდინები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
** 1 წლამდე გამოცდილება მომიჯნავე სფეროში, მსგავს პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Microsoft Excel-ის მაღალ დონზე ცოდნა.
მნიშვნელოვანი უნარები, რომლებსაც გუნდში ვაქცევთ ყურადღებას არის:
** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარები
** დეტალებზე ორიენტირებული
** განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@aacc.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის ასისტენტს".
აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|