|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი - სტაჟიორი
|
| მომწოდებელი:
სქილვილ
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
შპს "სქილვილი" წარმოადგენს სრულად აღჭურვილ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ინოვაციურ და ხარისხიან სასწავლო პროცესს.
სქილვილის კოლეჯი არის საქართველოში პირველი სრულად აკრედიტებული დისტანციური სასწავლო პლატფორმა, რომელმაც 2024 წელს მოიპოვა აკრედიტაცია პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების სინქრონულ და ასინქრონულ რეჟიმში განხორციელებისთვის.
ჩვენი პროგრამები ძირითადად ორიენტირებულია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროზე და სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე შრომის ბაზრისთვის საჭირო პრაქტიკულ ცოდნას.
ამჟამად სქილვილი ახორციელებს სასწავლო პროცესს თბილისში და ბათუმში მოქმედ პროფესიულ კოლეჯებში, სადაც სწავლება მიმდინარეობს ჰიბრიდულ-ფიზიკურ და ონლაინ ფორმატში.
ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გაყიდვების მიმართულების სტაჟიორს, რომელიც ჩაერთვება პოტენციურ სტუდენტებთან კომუნიკაციისა და საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის პროცესში.
სტაჟირება მოიცავს პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილებასა და შიდა ტრენინგებს გაყიდვების მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოტენციურ სტუდენტებთან/მსმენელებთან სატელეფონო კომუნიკაციის განხორციელება;
** პროფესიული პროგრამებისა და კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** პროფესიული სტუდენტების/მსმენელების მოზიდვა;
** მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდთან თანამშრომლობა;
** ღონისძიებებზე კოლეჯის პროგრამების პრეზენტაცია;
** პოტენციური სტუდენტების ბაზის განახლება და მონაცემების დამუშავება;
** განხორციელებული ზარებისა და კომუნიკაციის შესახებ ანგარიშგება;
** კოლეჯის სხვადასხვა გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა წესების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** განვითარებისა და სწავლების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** 6 თვიან სტაჟირებას გრძელვადიანი დასაქმების პერსპექტივით;
** პრაქტიკულ გამოცდილებას გაყიდვების სფეროში;
** შიდა ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას (გაყიდვების შედეგების მიხედვით);
** თანამედროვე სამუშაო გარემოს და ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 10:00-19:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი
დოკუმენტების მიღების ვადა: 24 აპრილი, 2026 წელი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დოკუმენტების მიღების ვადაში გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@skillwill.edu.ge, სათაურში მიუთეთ პოზიციის სახელი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|