|
დასახელება:
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
EPISODE Homes
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
"EPISODE Homes" "ეპიზოდ ჯგუფის" ახალი, ამბიციური დეველოპერული პროექტია, რომელიც პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსების შექმნას ისახავს მიზნად. ჩვენი პირველი მასშტაბური პროექტი ლისის ტბის მიმდებარედ ხორციელდება — ეს არის თაუნჰაუზების უბანი, რომელიც კერძო სახლის პრივატულობასა და სასტუმროს მაღალი კლასის სერვისებს ერთმანეთთან იდეალურად აერთიანებს.
ვეძებთ მოტივირებულ პროფესიონალს, რომელიც ჩვენთან ერთად გაიზიარებს პროექტის ხედვას და აქტიურად ჩაერთვება უძრავი ქონების გაყიდვების პროცესში.
თუ ხარ შედეგზე ორიენტირებული და გსურს გახდე ჩვენი დინამიკური სამუშაო გარემოს ნაწილი, ეს ვაკანსია სწორედ შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა: პოტენციური კლიენტების მოძიებიდან გარიგების წარმატებით დასრულებამდე;
** პროექტის პრეზენტაცია: აქტიური კომუნიკაცია კლიენტებთან, პროექტის უპირატესობების პრეზენტაცია და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** მონაცემთა მართვა: კლიენტების ბაზის (CRM) მუდმივი წარმოება და განახლება;
** ბაზრის ანალიზი: უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი და კონკურენტული გარემოს შესწავლა;
** რეპორტინგი: გაყიდვების შედეგებისა და აქტივობების პერიოდული ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო და პიროვნული მახასიათებლები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უძრავი ქონების სექტორში მუშაობა ჩაითვლება პრიორიტეტად);
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამუშაო დონეზე ცოდნა;
** გამორჩეული საკომუნიკაციო, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** თვითგანვითარების სურვილი და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** ანაზღაურება: ფიქსირებული (გამოცდილების მიხედვით) + მზარდი ბონუსები გაყიდვებიდან.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career@episodehotels.com. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი".
დამატებითი ინფორმაცია:
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.
გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ეპიზოდ ჰოტელსმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში სხვა შესაბამისი ვაკანტური პოზიციების განხილვისთვის.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|