Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713143&print=yes&view=jobs
 
ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ:

ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი, ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

კომპანიის ბიზნეს მიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგო ობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროების და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

პროექტების რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე, ვეძებთ ხარისხის კონტროლის სპეციალისტს, რომელიც დაეხმარება პროექტის მართვის გუნდს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთის მოთხოვნებისა და პროექტის სპეციფიკაციების შესწავლა სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის მიზნით
** ხარისხის კონტროლის მენეჯერთან ერთად ხარისხის კონტროლის პროცედურების მომზადება
** ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი დადგენილი მოთხოვნებისა და პროექტის ნახაზების შესაბამისად
** სამშენებლო მასალების ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტაციის შემოწმება
** ობიექტზე მიღებული ბეტონის, ასფალტისა და სხვა მასალის ნიმუშის აღება და გაგზავნა აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შესამოწმებლად
** სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოების ლაბორატორიული შემოწმების უზრუნველყოფა
** ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული დოკუმენტაციის კოორდინაცია
** დეფექტების გამოვლენა და შესაბამისი აქტის მომზადება და დეფექტის გამოსწორების მიზნით მოთხოვნის წარდგენა პასუხისმგებელი პირებისთვის
** ხარისხის კონტროლთან დაკავშირებული სტატისტიკური ანგარიშების მომზადება
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული დავალებების შესრულება

განათლება და კვალიფიკაცია:

** ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო-საინჟინრო სფეროში
** შესაბამისი კურსის დამთავრება
** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში ხარისხის კონტროლის ან ლაბორატორიაში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილების მქონე კანდიდატს
** ძლიერი ინტერესი ინფრასტრუქტურული პროექტების სფეროში

კომპიუტერული უნარები:

** Microsoft Office - სამუშაო დონეზე
** AutoCAD - გამოყენების დონეზე

ენები:

** ქართული ენა - თავისუფლად
** ინგლისური ენა - მაღალ დონეზე

პირადი უნარები:

** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი
** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებისადმი ყურადღების უნარი
** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი

რას გთავაზობთ:

** საშუალება იმუშაოთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე
** პროფესიული განვითარება წამყვან სამშენებლო კომპანიაში
** საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესწავლა
** თანამედროვე ხარისხის კონტროლის პრინციპების შესწავლა
** პროფესიული ზრდისთვის საჭირო კურსების დაფინანსება
** ხელფასი: 2600 ლარი (ხელზე)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია