Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713138&print=yes&view=jobs
 
სტაჟირება რეკრუტინგის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება რეკრუტინგის მიმართულებით
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
კომპანია "ბიომარკეტი" უკვე 5 წელზე მეტია ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის მანძილზე ჩვენ მოვიპოვეთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ბად-ების (საკვები დანამატების) გაყიდვა (მათ შორის, ჰიპერტენზიის, გულსისხლძარღვთა, სოკოვანი ბაქტერიის საწინააღმდეგო აბები, გასახდომი საშუალებები, პროსტატა-პოტენციის სამკურნალო საშუალებები, სიგარეტისა და ალკოჰოლისთვის თავის დანებების პრეპარატები, სახის კანის გასამკვრივებელი კრემი), რაც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენი მომხმარებლები კი ჩვენთან წლობით ინარჩუნებენ ურთიერთობას.

თუ შენთვის საინტერესოა ადამიანებთან კომუნიკაცია, კანდიდატების მოძიება, გასაუბრებების პროცესები და გინდა, რომ 3 თვეში მიიღო პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ სტაჟიორს, რომელიც ჩაერთვება რეკრუტინგის პროცესებში, ისწავლის თანამედროვე მიდგომებს და პირველი პროფესიული ნაბიჯები გადადგამს კომპანიასთან ერთად, სადაც განვითარებას რეალური მნიშვნელობა აქვს.

სამუშაო პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
** სტაჟირების ტიპი: არაანაზღაურებადი
** გრაფიკი: 4/3 (დღეები შეთანხმებით)
** სამუშაო საათები: 12:00 - 16:00

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი იყოს:

** კომუნიკაბელური და მოტივირებული
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული
** დაინტერესებული რეკრუტინგისა და ადამიანური რესურსების სფეროთი
** ახალი ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული

რას გთავაზობთ

ეს სტაჟირება არის შესაძლებლობა მათთვის, ვისაც უნდა:

** ნულიდან შეისწავლოს რეკრუტინგი პრაქტიკაში
** გაიგოს, როგორ მიმდინარეობს კანდიდატის მოძიება, შერჩევა და კომუნიკაცია
** შეიძინოს რეალური სამუშაო გამოცდილება HR მიმართულებით
** იმუშაოს პროფესიულ გარემოში და გაეცნოს რეკრუტინგის თანამედროვე სტანდარტებს
** განივითაროს ინტერვიუს, შეფასების, კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები
** შექმნას ძლიერი საფუძველი მომავალი კარიერული განვითარებისთვის

რატომ უნდა დაიწყო ჩვენთან

ჩვენთან სტაჟირება არ ნიშნავს უბრალოდ "CV-ების გადარჩევას". ეს არის 3-თვიანი პრაქტიკული გამოცდილება, სადაც შენ:

** ნახავ და ისწავლი, როგორ მუშაობს რეკრუტინგი რეალურ ბიზნესში
** ჩაერთვები ცოცხალ პროცესებში და მიიღებ გამოცდილებას, რომელიც მომავალში CV-ში ნამდვილად ღირებული იქნება
** მიიღებ ცოდნას, რომელიც დაგეხმარება პირველი ან შემდეგი ანაზღაურებადი პოზიციის მიღებაში
** გაიუმჯობესებ უნარებს, რომლებიც მოთხოვნადია თითქმის ყველა თანამედროვე კომპანიაში:

** კომუნიკაცია
** ადამიანების შეფასება
** ინფორმაციის დამუშავება
** პასუხისმგებლობა
** დროის მართვა
** პროფესიული მიმოწერა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ. ფოსტაზე: recrutergeorgia@gmail.com, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

** გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია
** გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის
** გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით

აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა. კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია