|
დასახელება:
ავტოკარის მძღოლი
|
| მომწოდებელი:
ჯეორჯიან პროდაქტს
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
დეკორატიული ავეჯის მწარმოებელი კომპანია "Georgian Products"-ი (GEOP), წარმატებით ფუნქციონირებს 2014 წლიდან და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან საწარმოს საქართველოში. ორგანიზაცია სპეციალიზირებულია ცხოველებისთვის განკუთვნილი ავეჯის წარმოებაში და ახორციელებს ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე.
დღევანდელი მდგომარეობით, "Georgian Products"-ი აერთიანებს დაახლოებით 450 თანამშრომელს. ორგანიზაცია ეფუძნება მაღალი ხარისხის სტანდარტებს და მუდმივად ორიენტირებულია ზრდასა და განვითარებაზე.
"Georgian Products"-ი (GEOP) აცხადებს ვაკანსიას ავტოკარის მძღოლის პოზიციაზე:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ნადარეიშვილის ქ. N66
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** ანაზღაურება: 1400 ლარი
** ბენეფიტები: კვება, უფასო სამგზავრო ბარათი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის უსაფრთხო და ეფექტური დატვირთვა და გადმოტვირთვა ავტოკარის გამოყენებით
** ტვირთის გადაადგილება საწყობის შიდა სივრცეში ოპტიმალური ლოგისტიკური პროცესების დაცვით
** საწყობში წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვა და რისკების მინიმიზაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ავტოკარის მძღოლად მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: Hr@geopro.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "ავტოკარის მძღოლი".
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|
|
|
|