|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
|
| მომწოდებელი:
ჭიათურმანგანუმ ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
შპს "ჭიათურმანგანუმ ჯორჯია" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.
სამუშაო საათები: 10:00-19:00 ორშაბათი-პარასკევი (სტუდენტის გრაფიკთან შეთავსებით).
სტაჟირების ვადა: 3-დან 6 თვემდე, შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** იურისტის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში და მისი დავალების შესრულება;
** ხელშეკრულებებისა და სხვადასხვა იურიდიული დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართულობა;
** კანონმდებლობის ანალიზი და საკანონმდებლო სიახლეებისათვის თვალყურის მიდევნება;
** იურისტის დავალებით სახელმწიფო, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ დეპარტამენტის საქმიანობასთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იურიდიული ფაკულტეტის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საქართველოს სამოქალაქო/ადმინისტრაციული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: chiaturmanganum@hotmail.com და სათაურში მიუთითოთ "სტაჟიორი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
|
|
|
|