Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30-18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოპერაციული სისტემა Microsoft Windows-ის ცოდნა;
** ოპერაციული სისტემების დაყენება-გამართვა;
** პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება-გამართვა;
** ოპერაციულ სისტემების სარეზერვო ასლებთან მუშაობა;
** პერიფერიული მოწყობილობების დაყენება-გამართვა (პრინტერი, სკანერი და ა.შ.)
** კომპიუტერის დიაგნოსტიკა. (დაზიანებული კომპონენტების დიაგნოსტიკა და შეცვლა).
** კომპიუტერული სისტემების ქსელში დაკავშირება, დიაგნოსტიკა და პრობლემის აღმოფხვრა.
** პასიურ ქსელთან დაკავშირებული მოთხოვნების (ქსელის გაყვანა, წერტილების მონტაჟი, საკომუნიკაციო კარადაში პაჩპანელების კონფიგურაცია);
** უსადენო ინტერნეტის კონფიგურაცია;
** ქსელური ტელეფონების გამართვა კონფიგურაცია;
** სათვალთვალო კამერების ინსტალაცია, კონფიგურაცია;
** აქტიურ დირექტორიასთან მუშაობის გამოცდილება;
** სხვა ტიპის საინფორმაციო-ტექნოლოგიური სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება საინფორმაციო-ტექნოლოგიების დარგში
** IT მხარდაჭერის სპეციალისტად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკური მხარდაჭერისა და მოთხოვნების გადაჭრის განსაკუთრებული უნარი
** კომპიუტერული ტექნიკის, პროგრამული უზრუნველყოფის და ქსელების ცოდნა
** IT საჭიროებების განსაზღვრისა და მომხმარებლების დატრეინინგების უნარი
** IT helpdesk პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
** პროცესების დოკუმენტირება და ეფექტურობის მაჩვენებლების მონიტორინგი
** ტექნიკური ინოვაციებისა და IT მხარდაჭერის ტენდენციების თვალყურის დევნების უნარი
** განსაკუთრებული ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გელით "IT მხარდაჭერის სპეციალისტი", დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე