Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713122&print=yes&view=jobs
 
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს.

სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება სტანდარტების შესაბამისად
** ბარის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა
** პროდუქციის მარაგის კონტროლი და დროული შევსება
** სალაროსთან მუშაობა და შეკვეთების სწორად გატარება
** სტუმრებთან კომუნიკაცია და პოზიტიური გარემოს შექმნა
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** მენიუს ცოდნა და სტუმრებისთვის რეკომენდაციების გაწევა
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** მომსახურების პრინციპების ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები)

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით უზრუნველყოფას
** ანაზღაურება: 1300 ლარი (NET)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: Ketevanivaniashvili@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია