|
დასახელება:
აღმზრდელ-პედაგოგი
|
| მომწოდებელი:
საბავშვო ბაღი ელიოტი
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
საბავშვო ბაღი "ელიოტი.Elliot" აცხადებს კონკურსს აღმზრდელ-პედაგოგის ვაკანსიაზე 2-3 წლიანების და 3-4 წლიანების ჯგუფში.
ჩვენ ვეძებთ "მერი პოპინსს", რომელსაც უპირობოდ უყვარს ბავშვები და რომელიც აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით უნდა ფლობდეს:
სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების, ფსიქოლოგიის, ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნების, ოკუპაციური თერაპიისა და ენისა და მეტყველების თერაპიის მიმართულებით.
ჰქონდეს აღმზრდელის, სხვა საგანმანათლებლო პერსონალის ან ჯგუფის დამხმარე პერსონალის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება
წარმატებით ჰქონდეს გავლილი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული "აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების 66 საათიანი ტრენინგ-მოდული" - (თუ ჯერ არ აქვს გავლილი შეუძლია ჩვენი დახმარებით გაიაროს)
ძირითადი მოვალეობები:
** სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა;
** სახალისო, შემეცნებითი, განმავითარებელი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** აღსაზრდელთა უსაფრთხოების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აუცილებელი პირობაა;
** თვითგანვითარებაზე ზრუნვა.
საბავშვო "ბაღი ელიოტი" გთავაზობთ:
** მზრუნველ და გუნდურ გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.40 (ფილარმონიასთან, ჩაჩავას კლინიკის უკან)
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00-19:00
ანაზღაურება: 1200 ლარი, მომატების პერსპექტივით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: 2020elliot2020@gmail.com
|
|
|
|