|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
შპს "ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: სოციალური მედიის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** სკოლის სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, LinkedIn და სხვა)
** კონტენტ-სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან ერთად
** ტექსტების, ვიზუალებისა და ვიდეო კონტენტის შექმნა უშუალო ხელმძღვანელთან ერთად
** სოც. მედია კამპანიების/პროექტების დაგეგმვა და მართვა (Meta Ads და სხვა)
** ანალიტიკის მონიტორინგი და შედეგების შეფასება
** ბრენდის ერთიანი სტილის დაცვა და განვითარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება სოციალური მედიის მართვის მიმართულებით
** კოპირაიტინგის ძლიერი უნარები (ქართულ და სასურველია ინგლისურ ენაზე)
** რილსების გადაღების გამოცდილება
** დიზაინის საბაზისო ცოდნა (Canva/Adobe და სხვა)
** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
უნარ-ჩვევები:
** დეტალების მიმართ ყურადღება;
** ოპერატიულობა და აქტიურობა;
** თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიულ განვითარებას ინოვაციურ და საერთაშორისო გარემოში;
** კრეატიული პროექტების განხორციელების საშუალებას;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** კვებას (სამუშაო დღეებში - სასკოლო კალენდრის თანახმად);
** 50%-იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე (თქვენი შვილის ჩვენთან სწავლის შემთხვევაში).
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 სთ, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. 117
ანაზღაურება: 1500-1875 ლარი (დარიცხული)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@gasb.edu.ge ან დარეკეთ ნომერზე +995 577240004. გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აპრილამდე.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს ბათუმის ქართულ-ამერიკულმა სკოლამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) არაუმეტეს 6 თვის ვადით თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|