Робота для біженців з України
დღის უფროსი რეგისტრატორ-კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დღის უფროსი რეგისტრატორ-კოორდინატორი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი "Medical World Spa&Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას დღის უფროსი რეგისტრატორ-კოორდინატორის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1000 ლარიდან ზემოთ გამოცდილების მიხედვით.
მდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ჟვანიას ქ N 15 (ყოფილი ლიუბლიანას 33).
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ-დან-18:00 სთ-მდე

სამუშაოს აღწერა:

** რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი დროული რეაგირება;
** შემოსული მიმართვების საფუძველზე გამოკვლევების რეგისტრაცია;
** გამოკვლევის შედეგებთან მიმართებაში წარმოქმნილ ნებისმიერ ხარვეზზე სწრაფი რეაგირება;
** სამუშაო საათების დაწყების და დასრულებისას მიმდინარე პროცესების გადაბარება.
** ხელმძღვანელთან აქტიური კომუნიკაცია და რეპორტინგი.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სერვისზე (ოჯახის წევრებსაც).

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1.რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ. ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე