Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713110&print=yes&view=jobs
 
ადმინისტრატორ-მენეჯერი - ოზურგეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორ-მენეჯერი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდის ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მას შემდეგ, აქტიურად ახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტს, სრულიად საქართველოს მასშტაბით. კომპანია "მედიქალ ვორლდი" ფლობს ასევე საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს ლაბორატორიათა ქსელს რომელიც "მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის" სახელითაა ცნობილი "Medical World Spa&Wellnes" კი წარმოადგენს კომპანიის კიდევ ერთ მიმართულებას, რომელიც ორიენტირებულია, მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზე. მიმდინარე წლის ივლისიდან "მედიქალ ვორლდის" ჰოლდინგს შემოუერთდა სასწრაფო სამედიცინო გადაუდებელი დახმარების ცენტრი მედ 11, რომელიც წარმოადგენს გერმანული გადაუდებელი დახმარების ცენტრის ფილიალს საქართველოში.

"მედიქალ ვორლდის" გუნდი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მუდმივ პროფესიულ განვითარებასა და მდგრადი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას.

"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ოზურგეთის ფილიალის ადმინისტრატორ-მენეჯერის პოზიციაზე:

მდებარეობა: ქ. ოზურგეთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00 სთ-17:00 სთ); შაბათი (09:00 სთ-14:00 სთ)
ანაზღაურება: შეთანხმებით.

სამუშაოს აღწერა:

** ფილიალის სამუშაო პროცესის მართვა და კონტროლი;
** ყოველდღიურ საქმიანობაში გამოვლენილი შეუსაბამობების მართვა;
** არსებული სამედიცინო და არასამედიცინო მარაგების მართვა და მონიტორინგი;
** სამედიცინო დაწესებულებებთან და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრების ორგანიზება, ჩვენი სერვისების სრულყოფილი გაცნობა სამომავლო პარტნიორობისთვის;
** შემოსული პაციენტის მიღება, რეგისტრაცია და სალარო ოპერაციების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი, დროული რეაგირება;
** გაწერილი პერიოდულობით ხელმძღვანელ პირთა რეპორტინგი როგორც აქტიურობის, ასევე ფინანსური.
** ფინანსურ დეპარტამენტთან ყოველთვიური ანგარიშსწორება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** დისციპლინა.

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ოპერატიულობა და პუნქტუალობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი;
** FitPass-ის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა;
** მნიშვნელოვანი ფასდაკლება ლაბორატორიულ სერვისზე (ოჯახის წევრებსაც).

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://mlab.ge/

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია