Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713091&print=yes&view=jobs
 
ონლაინ შეკვეთების მიტანის სერვისის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ შეკვეთების მიტანის სერვისის თანამშრომელი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
კომპანია ზუმერი აცხადებს ვაკანსიას ონლაინ შეკვეთების მიტანის სერვისის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი (3 დღე კვირაში 11:00-20:00)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის მომხმარებლისთვის მიწოდება;
** პროდუქციის დროულად და სრულ მდგომარეობაში მიტანა მომხმარებელთან;
** მიწოდების სტატუსის განახლება სისტემაში;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, დარეკვა პროდუქტის ჩასაბარებლად;
** ავტომობილის პროდუქციით დატვირთვა ან/და ჩამოტვირთვაში მონაწილეობა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ჩვენ გთავაზობთ:

** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო და საბონუსე სისტემას;
** ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** სამუშაო გარემოს, სადაც გექნებათ საშუალება განახორციელოთ თქვენი იდეები;
** კორპორატიულ ბენეფიტებს (დაზღვევა, ფიტპასი და სხვა)
** დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება სამი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

წარმატებას გისურვებთ!

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/DRbmrJm6Zf
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია