Робота для біженців з України
MICE მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: MICE მენეჯერი
მომწოდებელი: მედკორი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია "მედკორი" აცხადებს ვაკანსიას MICE მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია (https://medcoreaesthetics.ge/) 2014 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას სამედიცინო, სტომატოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონფერენციების, გამოფენების, კორპორატიული ღონისძიებებისა თუ სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და პროექტის სრული ციკლის მართვა;
** ღონისძიების კონცეფციის შემუშავება, გეგმის (Timeline) გაწერა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია; პროექტის ყველა ეტაპის მონიტორინგი და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** ღონისძიების თემატიკის, ფორმატისა და მასშტაბის გათვალისწინებით შესაბამისი სივრცეებისა და თანმხლების სერვისების (ქეითერინგი, ტექნიკური აღჭურვილობა და სხვა) შერჩევა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან (ტურისტული კომპანიებია, სასტუმროები, სარესტორნო ქსელები, საკონფერენციო სივრცეები და სხვა) პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** პროექტში ჩართულ მხარეებთან (მარკეტინგი, ლოგისტიკა, კონტრაქტორები და სხვა) მოლაპარაკებების წარმოება ოპტიმალური პირობების/ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით და შემდგომ მათი კოორდინაცია;
** პროექტის შესრულების მონიტორინგი, ყველა საოპერაციო პროცესის უწყვეტი კონტროლი, შიდა/გარე გუნდების კოორდინაცია დასახული ვადებისა და სტანდარტების შესაბამისად;
** სფეროს სიახლეების მუდმივი მონიტორინგი, ინოვაციებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
** გასვლითი ღონისძიებების მართვა: ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ დაგეგმილი გასვლითი ღონისძიებების სრული ორგანიზება, ივენთის ლოგისტიკური და ადმინისტრაციული საკითხების კოორდინაცია და პროცესის ადგილზე ზედამხედველობა;
** კომპანიის საერთაშორისო წარმომადგენლობა, მონაწილეობა საერთაშორისო პროფესიულ ფორუმებში, კონფერენციებსა თუ სემინარებში;
** პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება და განვითარება;
** კრიზისების მართვა: ფორსმაჟორულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება ღონისძიების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად;
** ჩატარებული ღონისძიებების შედეგების შეჯამება, ანგარიშგება და გუნდთან ერთად სამომავლო გაუმჯობესების გზების განხილვა.

ვაკანსიის მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია MICE ტურიზმში, ივენთ-სააგენტოებსა ან/და კორპორატიულ სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

** საერთაშორისო გამოცდილება: ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებებში მონაწილეობის შესაძლებლობა;
** ტრანსპორტირების მხარდაჭერა: საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, საწვავისა და ავტომობილის ცვეთის (ამორტიზაციის) ხარჯების სრული ანაზღაურება;
** კორპორატიული კავშირი: ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტით უზრუნველყოფა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: medcore.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "MICE მენეჯერი".

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ თქვენთან სახელშეკრულებო ან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შენახული იქნება 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე