Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=713036&print=yes&view=jobs
 
აღჭურვილობის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღჭურვილობის მენეჯერი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
სამშენებლო კომპანია შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას აღჭურვილობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
სამუშაო დრო: სრული
ანაზღაურება: კონკურენტული და კვალიფიკაციის შესაბამისი

კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს http://www.cs.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ბალანსზე არსებული საშუალო ზომის აღჭურვილობის, ელექტრო და მექანიკური დანადგარების სისტემატიზებული აღრიცხვა და კონტროლი;
** ტექნიკისა და ინვენტარის სწორი ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვის მონიტორინგი;
** აღჭურვილობის გეგმიური სერვისების, პროფილაქტიკური შემოწმებებისა და სარემონტო სამუშაოების სრული მენეჯმენტი;
** დაზიანებული დანადგარების/ტექნიკის შეკეთების პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა;
** სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების მარაგების მართვა-კონტროლი;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სერვისის ისტორიის ზუსტი წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინვენტარის, დანადგარებისა და ხელსაწყოების აღრიცხვისა და ტექნიკური ექსპლუატაციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო და მექანიკური აღჭურვილობის მუშაობის პრინციპების საბაზისო ან კარგ დონეზე ცოდნა;
** სარემონტო პროცესების მართვისა და ორგანიზების პრაქტიკული გამოცდილება;
** მონაცემთა აღრიცხვისა და რეპორტინგისთვის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მაღალი ორგანიზაციული უნარები, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე მკაცრი ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs@cs.ge
მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება-""აღჭურვილობის მენეჯერის".

დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 577 078 883

ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ
თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.

თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cs.ge

თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია