Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712996&print=yes&view=jobs
 
ქართულ-ევროპული სამზარეულოს სუ-შეფი - მონტენეგრო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქართულ-ევროპული სამზარეულოს სუ-შეფი
მომწოდებელი: რესტორანი ოდა
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
რესტორანი "ოდა" აცხადებს ვაკანსიას ქართულ-ევროპული სამზარეულოს სუ-შეფის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბუდვა, მონტენეგრო

რესტორანზე ინფორმაცია: Instagram

პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

** სამზარეულოს ფუნქციონირების მონიტორინგი დადგენილი სტანდარტებისა და პროცესების შესაბამისად.
** სამზარეულოს ოპერაციების ეფექტიანობის უზრუნველყოფა და თანამშრომლების მართვა.
** საკვების მომზადება ტექნოლოგიური ბარათების და კალკულაციების დაცვით.
** შეკვეთების დროული და ხარისხიანი მიწოდების კოორდინაცია.
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვა და მონიტორინგი.
** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება, ტრენინგი და კვალიფიკაციის ამაღლება.
** ობიექტის ფინანსურ ფუნქციონირებაში მონაწილეობის მიღება.
** მენეჯმენტთან აქტიური კომუნიკაცია დაანგარიშების წარმოება.
** საკვებისა და სერვისის ხარისხის შესახებ პრეტენზიების მართვა და ხარვეზების აღმოფხვრა.

მოთხოვნები:

განათლება: უმაღლესი განათლება კულინარიის მიმართულებით (სასურველია კურსები).

გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წელი ქართული სამზარეულოს კუთხით მუშაობის გამოცდილება.
** მინიმუმ 2 წელი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** გუნდის მართვის და ოპერაციების კოორდინაციის უნარი.
** ეფექტური კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
** სტრატეგიული აზროვნება და ორგანიზებულობა.

ცოდნა:

** MS Office-ის ცოდნა.
** სურსათის უვნებლობის (HACCP) სტანდარტების ცოდნა.
** თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა.

ენები:

ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია).

სამუშაო პირობები და ანაზღაურება:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, დღეში 9-10 საათი.
** ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი.
** საცხოვრებელი და კვება: უზრუნველყოფილია.
** დამატებითი ბენეფიტები: მიღწეული შედეგების მიხედვით.

როგორ შემოგვიერთდეთ?

დაინტერესებულმა პირებმა დაგვიკავშირდით:

WhatsApp/Viber: +382 68 537 515

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია