|
დასახელება:
ტენდერი - რთული ქცევის მართვის ტრენინგი
|
| მომწოდებელი:
SOS ბავშვთა სოფელი
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
|
თანდართული ფაილი:
712986_SOS_Childrens_Village_tender_5356863.zip
|
"საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" აცხადებს ტენდერს - ქცევითი სირთულეების და კრიზისული სიტუაციების მართვის ტრენინგი.
საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი, "SOS ბავშვთა სოფლები მსოფლიოს მასშტაბით" (SOS-Kinderdörfer weltweit) მიერ დაფინანსებული პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" ფარგლებში, იწვევს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სატრენინგო პაკეტის შექმნისა და ტრენინგებისა და follow up შეხვედრების ჩატარების მიზნით თემაზე: ქცევითი სირთულეების და კრიზისული სიტუაციების მართვა.
პროექტის შესახებ ინფორმაცია:
პროექტის - "უსაფრთხო, ინკლუზიური და ეკო-მეგობრული საბავშვო ბაღების განვითარება თბილისში" - მიზანია, ხელი შეუწყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და მაღალი ხარისხის ადრეული განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებას. იგი მოიაზრებს საბავშვო ბაღის პერსონალის პროფესიულ ზრდაზე, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებაზე, ეკო-ცნობიერების ამაღლებასა და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვის ინკლუზიის ხელშეწყობაზე მიმართულ ღონისძიებებს.
მომსახურების მიზანი:
შერჩეულმა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის სატრენინგო პაკეტის შემუშავება (ტრენინგ მოდული, მონაწილეთათვის დასარიგებელი თეორიული მასალა, ტრენინგის დროს გამოსაყენებელი პრეზენტაციები, პრე/პოსტ ტესტები და სხვა) და ერთდღიანი ტრენინგის მიწოდება 6 ჯგუფისთვის, ასევე, follow-up შეხვედრების ჩატარება.
სატრენინგო მოდული და ტრენინგები უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს:
** ქცევითი სირთულეების მართვა
** აგრესიული ან ჩაკეტილი ქცევის პრევენცია
** კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირება
შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი:
** სატრენინგო პაკეტის შემუშავება (მათ შორის მოკლე სატრენინგო მოდული, პრეზენტაცია, მონაწილეთათვის დასარიგებელი საკითხავი მასალა, პრე/პოსტ ტესტი);
** ორდღიანი (8 სესია) ტრენინგის ჩატარება 6 ჯგუფთან ივნისის თვეში (ჯგუფში 18-20 მონაწილე);
** წლის მეორე ნახევარში 6 ჯგუფთან follow-up შეხვედრის ჩატარება (თითო 1.5 სთ), მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვის მხარდაჭერისთვის;
** პროცესის მოკლე შემაჯამებელი ანგარიშის წარმოდგენა ინგლისურ ენაზე, რომელიც მოიცავს პრე/პოსტ ტესტების შედეგებისა და მონაწილეთა უკუკავშირის ანალიზს.
ტექნიკური განაცხადი:
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ფიზიკური/იურიდიული პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, რეესტრის ამონაწერი - იურიდიული პირის შემთხვევაში);
** განმცხადებლის კომპეტენციის ამსახველი CV;
** ხარჯთაღრიცხვა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით. ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი უნდა იყოს სამუშაო დღეების რაოდენობა და თითო დღის ანაზღაურება, ასევე, მომსახურების ჯამური თანხა (იხ. დანართი).
** თემების და საკითხების დეტალური ჩამონათვალი, რომელსაც მოიცავს ორდღიანი სატრენინგო მოდული/ტრენინგი.
თანხის გადახდის პირობები:
მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
მომსახურების გაწევის ვადები:
** მომსახურების მიწოდების პერიოდი: 2026 წლის ივნისი, ნოემბერი.
** წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 19 აპრილი.
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: contact@sos-kd.ge
გთხოვთ, დოკუმენტაციის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნისას, წერილის სათაურში მიუთითოთ "ტრენინგი - ქცევითი სირთულეების და კრიზისული სიტუაციების მართვა".
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 551 222 370.
|
|
|
|