Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=712974&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: სმოტორსი
გამოქვეყნდა: 07 აპრილი / ბოლო ვადა: 07 მაისი
"სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, ევგენია მაისურაძის 1
სამუშაო გრაფიკი: სრული.

კომპანიის შესახებ:

კომპანია "ესმოტორსი" 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, ასევე სპეც-ტექნიკის იმპორტსა და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** ტრანსპორტის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა ისევე როგორც სისუფთავეზე;
** კომპანიის მხრიდან დაწესებული სტანდარტებისა და ნორმების დაცვა;
** მარშრუტების დოკუმენტაციის ყოველდღიური წარმოება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტვირთების გადაზიდვის სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2-3 წლისა;
** მართვის მოწმობა (BC კატეგორია) სავალდებულოა;
** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა);
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიანი სახელფასო რეინჯი;
** მზარდ კომპანიას დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "S motors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია