სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას მულტიფუნქციური საფესტივალო სივრცის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
ტექნიკური მენეჯერი არის პირი, რომელიც კლიენტის კრეატიულ იდეას გარდაქმნის ტექნიკურად გამართულ და უსაფრთხო ღონისძიებად. პოზიცია მოითხოვს თითოეული ღონისძიების როგორც ტექნიკურ მართვას, ასევე სტრატეგიულ ხედვას.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გურამიშვილის 84
** სამუშაო გრაფიკი: დამოკიდებულია პროექტებზე
** სამუშაო ენა: ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასურველია
** სახელფასო რეინჯი: 3500-4000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
1. ღონისძიებების ტექნიკური მართვა
** ტექნიკური კონსულტაციები მოლაპარაკების ეტაპზე, ოპტიმალური გადაწყვეტილებების შეთავაზება ბიუჯეტის ფარგლებში
** ღონისძიების სრული ტექნიკური სპეციფიკაციის შედგენა (ხმა, განათება, ვიდეო, სცენა, კვება და სხვა)
** მონტაჟის, ექსპლუატაციისა და დემონტაჟის გრაფიკის შემუშავება; გარე კონტრაქტორებთან კოორდინაცია
** ელექტროენერგიასთან, წყალმომარაგებასთან, კანალიზაციასა და ვენტილაციასთან მიერთებების კონტროლი; ენერგომოხმარების გამოთვლები
** ტექნიკური პრობლემების ოპერატიული მოგვარება ღონისძიების მიმდინარეობისას
2. სტრატეგიული განვითარება და ინფრასტრუქტურის მართვა
** არსებული ტექნიკური აღჭურვილობის მუდმივი ანალიზი, სუსტი წერტილების იდენტიფიცირება და მოდერნიზაციის დაგეგმვა
** ახალი ტექნოლოგიების დანერგვა (ავტომატიზაცია, ჭკვიანი განათება, ენერგოეფექტური სისტემები)
** ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი (ინვენტარი, ოპერაციული ხარჯები, შეკეთება, პერსონალის ანაზღაურება)
** დეტალური ტექნიკური დავალებების შექმნა კლიენტებისთვის და შიდა/გარე კონტრაქტორებისთვის
** გეგმების, სქემების, მოწყობილობების პასპორტებისა და სერტიფიკატების განახლება და მართვა
** საიტზე არსებული ყველა ტექნიკური მოწყობილობის ბაზის მართვა
** მოწყობილობების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენების უზრუნველყოფა
3. გუნდის მართვა
** კვალიფიციური ტექნიკური გუნდის ჩამოყალიბება
** გუნდისთვის ცვლებისა და გრაფიკების დაგეგმვა, მათ მოტივაციაზე ზრუნვა
** უსაფრთხოების ინსტრუქციების შემუშავება (სიმაღლეზე მუშაობა, ელექტროუსაფრთხოება, დატვირთვა/განტვირთვა)
** სახანძრო უსაფრთხოების წესების კონტროლი და სისტემების გამართულობა
** ტექნიკური პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა
ტექნოლოგიები და სისტემები, რომლებზეც პასუხისმგებელია ტექნიკური მენეჯერი:
** ხმის სისტემები (Audio): დარბაზის აკუსტიკა, მონიტორები, მიქსერები, უკაბელო მიკროფონები
** განათება (Lighting): სპოტები, მოძრავი განათება, ლაზერები, კვამლის მანქანები, მართვის სისტემები
** ვიდეო სისტემები: პროექტორები, ეკრანები, LED ეკრანები, ვიდეო კედლები, კამერები
** სცენის კონსტრუქციები: დასაშლელი სცენები, დაკიდების სისტემები (rigging), სტენდები, დეკორაციები
** ელექტრომომარაგება: სტაბილიზატორები, UPS, გენერატორები, სადისტრიბუციო დაფები
** კლიმატ-კონტროლი: გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ტექნიკური განათლება (ინჟინერია, ხმის ინჟინერია, ელექტროტექნიკა ან მსგავსი)
** გამოცდილება: ღონისძიებების ინდუსტრია, კონცერტების ორგანიზება, ტელევიზია ან თეატრი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: besmartvacancy@gmail.com
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მულტიფუნქციური სივრცის ტექნიკური მენეჯერი".
|