|
დასახელება:
ელექტროინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ლოკო ალიანსი
|
|
გამოქვეყნდა: 07 აპრილი
/ ბოლო ვადა: 07 მაისი
|
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტროინჟინრის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გურამიშვილის #84
** სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
** სამუშაო ენა: რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა
** სახელფასო რეინჯი: 4000-4500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** პროექტის ტექნიკური მხარდაჭერა, საინჟინრო გადაწყვეტილებების შემუშავება ელექტრობის მიმართულებით.
** ყველა სამუშაოს შესაბამისობის პირადად უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობის, სახელმწიფო სტანდარტების, ეკოლოგიური და უსაფრთხოების მოთხოვნებთან.
** უშუალო ურთიერთობა კონტრაქტორებთან, არქიტექტორებთან და კონსტრუქტორებთან. ნახაზების დამტკიცება, შესრულების მონიტორინგი და ტექნიკური პრობლემების გადაჭრა.
** სამშენებლო მასალებისა და სამუშაო პროცესების შემოწმება ობიექტზე ვიზიტების გზით, სამუშაო ეტაპების ინსპექტირება და დეფექტების დოკუმენტირება.
** პროექტის დირექტორისთვის ტექნიკურ რისკების, პროგრესისა და ბიუჯეტის შესახებ დეტალური ანგარიშების მომზადება.
** არასტანდარტული ამოცანების გადაჭრა, თანამედროვე საინჟინრო სისტემების ინტეგრაცია არსებული სტრუქტურებში.
მოთხოვნები და პროფესიული უნარები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან არქიტექტურის მიმართულებით.
** მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ინჟინრის პოზიციაზე, უპირატესად ჩაითვლება ისტორიულ ან ინდუსტრიული ტიპის რეკონსტრუქციის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება.
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** CAD პროგრამების (AutoCAD, Revit) სრულყოფილი ცოდნა.
** რესტავრაციის სტანდარტებისა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიების ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: besmartvacancy@gmail.com
გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ელექტროინჟინერი".
|
|
|
|